საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
ავტორეგისტრაცია
ავტორეგისტრაცია

საქართველოში შემოსული ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა დარეგისტრირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 60 დღის განმავლობაში. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, დათვალიერების აქტი, საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შიდა ტრანზიტი.

სატრანზიტო სანომრე ნიშანი შეიძლება იყოს ორი სახის: შიდა ტრანზიტის ნიშანი, რომელიც გაიცემა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე, დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი და გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა მრავალჯერადი გამოყენების მიზნით და ძალაშია 365 დღის განმავლობაში.

 

სწრაფი ბმულები


მართვის მოწმობა

ავტორეგისტრაცია

იარაღი

ცნობები

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ.

ცხელი ხაზი : 2 41 91 91