საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
სატრანზიტო სანომრე ნიშანი
სატრანზიტო სანომრე ნიშანი

შიდა ტრანზიტი  - საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე, დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. გაიცემა სააგენტოს მიერ, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევაში, დროებით სანომრე ნიშანთან ერთად გაიცემა დროებითი მოწმობა.

 

შიდა ტრანზიტის მისაღებად საჭიროა:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • განცხადება,   რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოდელი (მარკა) და შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის მოთხოვნილი ვადა (ივსება სააგენტოში);
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი გაიცემა დროებით და მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს შიგნით. ტრანზიტის საფასურია ერთი სრული დღით სარგებლობისათვის - 1 ლარი, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ მესაკუთრე ვალდებულია სარეგისტრაციო ნიშანი სააგენტოს ჩააბაროს. პირი შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე იხდის 5 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში – დამატებით 30 ლარს.

 

 

გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი - ეს არის მრავალჯერადი გამოყენების მიზნით გაცემული შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ და ძალაშია 365 დღის განმავლობაში.

გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს  უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ დროებით დაურეგისტრირებელ სატრანსპორტო საშუალებას.

 გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელებს უფლება არა აქვ გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი მიანიჭო:

 

  • საქართველოში დარეგისტრირებულ ან აღრიცხვიდან მოხსნილ სატრანსპორტო საშუალებებს;
  • საქართველოში დროებით დარეგისტრირებულ იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა რეგისტრაცია არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში;
  • მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელზეც არ გააჩნიათ საკუთრების უფლება;
  • უცხოეთში მყოფ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელნიც საქართველოში დროებით იქნენ შემოყვანილნი, 90 დღეზე ნაკლები ვადით.

 

გრძელვადიან შიდა ტრანზიტზე გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დროებითი მოწმობა.