საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
რეგისტრაცია
რეგისტრაცია

ქვეყანაში 90 დღეზე მეტი ვადით შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში, მიუხედავად საცხოვრებელი თუ იურიდიული მისამართისა. ქვეყნის ფარგლებს გარედან საქართველოში რეგისტრაციის მიზნით, შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება უნდა მოხდეს 60 დღის განმავლობაში.

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველად რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნს:

 

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დათვალიერების აქტი;
  • კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სანომრე ნიშნის საფასური 35 ლარი; ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური 35 ლარი);
  • შიდა ტრანზიტი.

           

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება შემდეგი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო)  მონაცემები:

 

  • მესაკუთრის/მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ა.შ.);
  • რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი;
  • რეგისტრაციის სახე  და თარიღი;
  • ტრანსპორტის  სარეგისტრაციო  მოწმობის  სერია და  ნომერი;
  • რეგისტრაციის  შედეგად მინიჭებული  სახელმწიფო  სანომრე ნიშანი;
  • მარკა;
  • მოდელი;
  • ძარის  ტიპი;
  • საიდენტიფიკაციო  (VIN) ნომერი;
  • გამოშვების წელი;
  • ფერი;
  • ძრავის  ნომერი;
  • ძრავის მოცულობა;
  • საწვავის ტიპი;
  • ძარის ნომერი;
  • შასის ნომერი;
  • დასაშვები წონა;
  • დაუტვირთავი წონა;
  • მექანიკურ  სატრანსპორტო  საშუალებაზე  აღრიცხული  სამართლებრივდატვირთვა  ან უფლებრივი  შეზღუდვა.

გარდა ზემოაღნიშნული მონაცემებისა  სარეგისტრაციო  მონაცემებში  სააგენტოს  მიერ  შეიძლება  შეტანილ  იქნს  დამატებითი ინფორმაცია.

 

           

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის ან მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული მისამართის შეცვლისას სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებისათვის აუცილებელია სააგენტოში შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

 

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;    
  • დათვალიერების აქტი; 
  • პირადობის მოწმობა ან იურიდიული მისამართის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.