საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
დათვალიერება
დათვალიერება

 

 სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალური შედარება. რის საფუძველზეც გაიცემა დათვალიერების აქტი.

  საექსპერტო შემოწმება არის სააგენტოს სპეციალისტის მიერ სატრანსპორტო საშუალებისა და თანხმლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური და სასაქონლო შემოწმების გზით, დეკლარირებისა ან/და რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა, შესაბამისი აქტის შედგენა.

 

 განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვტომანქანების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დატვიფრულ საიდენტიფიკაციო (VIN) ნომრებს, რომლების შედგება 17 ნიშნისგან. მათგან პირველი სამი ნიშანი აღნიშნავს ქვეყანას და ქარხანა-დამამზადებლის კოდს, შემდგომი ხუთი ნიშანი აღნიშნავს ნაწარმის ინდექსს. ხოლო ბოლო შვიდი, ნაწარმის რიგით საწარმო ნომერს. ხშირ შემთხვევაში მე-10 და მე-11 ნიშანი აღნიშნავს ნაწარმის გამოშვების წლის აღმნიშვნელ კოდს.