საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
იარაღი
იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო არეგისტრირებს შემდეგი სახის იარაღებს:


1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი - საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი მექანიკური ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, ნადირობისათვის განკუთვნილი ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა), გლუვლულიანი (თოფი) ან კომბინირებული (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი) ცეცხლსასროლი იარაღი;

2. სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - სპორტული მოკლე გლუვლულიანი ან მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;

3. სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;

4. საფანტის იარაღი - ლულაში ან დოლურაში ჭურვის გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც ტრავმულიდაზიანების საფანტის ჭურვების გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს;

5. გაზის (აირის) იარაღი - ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად;

6. მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი ან რევოლვერი (მათ შორის, საფანტის იარაღი).




სწრაფი ბმულები


მართვის მოწმობა

ავტორეგისტრაცია

იარაღი

ცნობები

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ.

ცხელი ხაზი : 2 41 91 91