საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
შემოტანა-გატანა
შემოტანა-გატანა

წარსადგენი დოკუმენტები სამოქალაქო ცეცხლ­სასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემო­ტანის ნებართვის გაცემისათვის:

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ნებართვისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.      

 

 

წარსადგენი დოკუმენტები სამოქალაქო ცეცხლ­სასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის:

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • სამოქალაქო  ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) ია­რა­­ღის,  მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მა­სა­ლის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა (თანხმობა);
  • იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
  • ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მო­სა­კ­რებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახ­დის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის შემოტანა და გატანა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე;

უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო  ორგანიზაციის წარმომადგენელთა ვიზიტის დროს თანმხლებ პირთა მიერ იარაღის შემოტანა და გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვის საფუძველზე;

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ეს ნებართვა გაიცემა ერთდროულად, არა უმეტეს  5 ერთეული  სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის და არა უმეტეს 1000 ერთეული  საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის შემთხვევაში;

სამოქალაქო იარაღის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს მისი საქართველოში შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშ­ნულ ვადაში არ ჩაითვ­ლება შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის გან­ხორ­ციე­ლების დრო).