საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
მართვის მოწმობა
მართვის მოწმობა

      ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისთვის სავალდებულოა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულმა პირმა გაიარის ჯერ თეორიული, ხოლო შემდეგ პრაქტიკული გამოცდა. ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს: განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის მოწმობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. არასრულწლოვანი პირებისთვის და სტუდენტებისთვის კი დაწესებულია სპეციალური პირობები.


    თეორიული გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ მძღოლობის კანდიდატს  პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა შეუძლია 30 დღის განმავლობაში 7 დღეში ერთხელ. იმ შემთხვევაში თუ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.

სწრაფი ბმულები


მართვის მოწმობა

ავტორეგისტრაცია

იარაღი

ცნობები

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ.

ცხელი ხაზი : 2 41 91 91