საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
ნასამართლობა
ნასამართლობა

ნასამართლობის შესახებ ცნობას გასცემს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების ან/და სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აისახება ინფორმაცია პირის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ. 

 

ზემოთ აღნიშნული ცნობის ასაღებად, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

  • განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე პირადი ნომერი ან/და დაბადების თარიღი)  (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობა, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტები;
  • თუ ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა მოითხოვა მესამე პირმა სააგენტოში ცნობის მისაღებად წარდგენილ უნდა იქნეს მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი)  ან მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში).

 

 

ცნობა გაიცემა უფასოდ განაცხადის შემოტანიდან ხუთი სამუშაო დღის შემდეგ და მოქმედებს მისი გაცემიდან  (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დაჩქარებული წესით 1 სამუშაო დღეში ცნობის აღების საფასურია 25 ლარი, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.