საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
სამართლებრივი მდგომარეობა
სამართლებრივი მდგომარეობა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა შეიძლება იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:  

  • ყადაღის შესახებ;
  • გირავნობის შესახებ;
  • საგადასახადო გირავნობის შესახებ;
  • ძებნის შესახებ.

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი ან/და რწმუნება (იურიდიული პირისათვის სავალდებულოა ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის მითითება);
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (მომსახურების საფასურია 5 სამუშაო დღეში 20 ლარი).

 


არსებობს დაჩქარებული მომსახურების სამი სახე:

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო დღის განმავლობაში – 35 ლარი; 1 სამუშაო დღეში  – 60 ლარი; ხოლო 3 სამუშაო საათში – 100 ლარი.