საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
სიახლეები
სიახლეები
მომსახურების სააგენტომ აჭარის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მომსახურების სააგენტომ აჭარის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულს აგრძელებს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ აჭარის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრა ბათუმის მომსახურების სააგენტოს შენობაში გაიმართა. სააგენტოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე, წარუდგინეს პრეზენტაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მედიის წარმომადგენლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს. ჟურნალისტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

ჟურნალისტებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, არსებული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა მართვის მოწმობის იმიტირებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდაც ჩააბარეს.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიასთან დაკავშირებული, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სწრაფი ბმულები


მართვის მოწმობა

ავტორეგისტრაცია

იარაღი

ცნობები

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ.

ცხელი ხაზი : 2 41 91 91