საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენა
მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენა

მართვის მოწმობის შეცვლა:


 სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება იყოს:


  • მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა;
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის გაცემა;
  • მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა;
  • მართვის მოწმობის გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება);
  • მართვის მოწმობაში ასახული რომელიმე მონაცემის შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;
  • მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;
  • მართვის მოწმობაში აღნიშნული მონაცემების მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შეუსაბამობა;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.

 

 

მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები:


  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შესაცვლელი მართვის მოწმობა;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/);
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ქვითრის საფასურია 15 ლარი).

 

    შეცვლილ მართვის მოწმობას მიიღებთ რამდენიმე წუთში.

 


 დაკარგულის აღდგენა:

 

დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად მფლობელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:


  • განცხადება დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის თაობაზე (ივსება ადგილზე);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/);
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ქვითრის საფასურია 35 ლარი).

 

 შეცვლილ მართვის მოწმობას მიიღებთ იმავე დღეს, რამდენიმე წუთში.