საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
გადაფორმება
გადაფორმება

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას (რეალიზაცია, ჩუქება, გაცვლა და ა.შ)

 

ამ შემთხვევაში მომსახურების სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნას:

  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის  მოწმობა;
  • დათვალიერების აქტი (იბეჭდება ადგილზე);
  • ერთობლივი განცხადება;
  • კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სანომრე ნიშნის საფასური - 35 ლარი; სატრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური - 35 ლარი).