საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
გადაკვეთა-გადმოკვეთა
გადაკვეთა-გადმოკვეთა

აქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთის შესახებ ცნობას გასცემს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. აღნიშნულ ცნობაში შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული  მონაცემების საფუძველზე ასახულია ინფორმაცია პირის საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ.

 

ცნობის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნას:

  • განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) (ივსება სააგენტოში);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტები;
  • მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა გაიცემა 5 დღეში და მისი საფასურია 20 ლარი).

 

არსებობს დაჩქარებული მომსახურებაც. ცნობის 1 სამუშაო დღეში გაცემის საფასურია 45 ლარი, ხოლო სამ სამუშაო დღეში - 35 ლარი.