საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვა
პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვა

  პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა არის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ.


  ცნობის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების სააგენტოში  წარმოდგენილი უნდა იქნას:

  • დაინტერესებული  პირის განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) (ივსება სააგენტოში);

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია - იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტები;

  • მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

  პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა გაიცემა განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში და მისი საფასურია 20 ლარი. ამასთან ერთად არსებობს დაჩქარებული მომსახურების ორი სახე: ერთ სამუშაო დღეში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 45 ლარი, სამ სამუშაო დღეში - 35 ლარი.